05.06.2026
ვეძებთ ენისა და მეტყველების თერაპევტს, რომელიც დაეხმარება ბავშვებს კომუნიკაციის, მეტყველებისა და სოციალური ურთიერთობის უნარების განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები
- მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების შეფასება, თერაპიული გეგმების შედგენა და მუშაობა სამიზნე უნარებზე;
- ინდივიდუალური თერაპიული სესიების დაგეგმვა და ჩატარება;
- მშობლებთან და გუნდთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- პროგრესის მონიტორინგი და დოკუმენტირება.
- მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- შესაბამისი პროფესიული განათლება და განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- კომუნიკაბელურობა და ემპათია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენთან დაგხვდება:
✨ მზრუნველი და პროფესიული გუნდი
✨ საერთაშორისო და ადგილობრივი სუპერვიზია
✨ ჯანმრთელობის დაზღვევა
✨ FitPass-ზე წდომა
✨ ანაზღაურებადი ავადობის დღეები
✨ განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
*დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, მისამართზე: myelinclinc@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება