05.06.2026
დაეხმარე პატარებს სამყაროს აქტიურ კვლევა-ძიებაში და შექმენი სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ, ვითარდებიან და საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მზრუნველ ფიზიკურ თერაპევტს, რომელიც შექმნის პოზიტიურ ცვლილებებს ბავშვების განვითარებაში.
- ბავშვის მოძრაობითი უნარებისა და ფიზიკური განვითარების შეფასება;
- ინდივიდუალური თერაპიული პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
- ბალანსის, კოორდინაციისა და ფუნქციური უნარების განვითარებაზე მუშაობა;
- ბავშვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა ყოველდღიურ აქტივობებში;
- ფუნქციური და ორმხრივი თამაშების განვითარება;
- მშობლებთან კონსულტაცია და რეკომენდაციების გაზიარება;
- პროგრესის შეფასება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა.
- უმაღლესი განათლება ფიზიკური თერაპიის მიმართულებით;
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების სურვილი.
- მეგობრულ და შეკრულ სამუშაო გარემოს;
- ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების სუპერვიზიას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ზე წვდომას;
- ავადობის დღეების ანაზღაურებას;
- პროფესიული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობას.
*დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, მისამართზე: myelinclinc@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება