05.06.2026
გახდი იმ გუნდის ნაწილი, ვინც ბავშვებს სამყაროსთან ადაპტაციასა და თვითგამოხატვაში ეხმარება.
ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ბავშვს აქვს უნარი აღმოაჩინოს სამყარო, სრული პოტენციალით გამოხატოს საკუთარი თავი და თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. სწორედ ამიტომ ვქმნით გარემოს, სადაც პროფესიონალები ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერ პარტნიორებად იქცევიან.
ვეძებთ ფსიქოლოგს, რომელიც იზრუნებს ბავშვებისა და მათი ოჯახების ემოციურ კეთილდღეობაზე და ხელს შეუწყობს უსაფრთხო, მხარდამჭერი გარემოს შექმნას.
ძირითადი მოვალეობები
- ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
- ემოციური და ქცევითი სირთულეების ობიექტური შეფასება და ამ შეფასებაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სამუშაო გეგმის მიხედვით მუშაობა;
- მშობლების ფსიქო-ემოციური განათლება და მხარდაჭერა;
- თერაპიული გეგმების შემუშავება და განხორციელება;
- მულტიდისციპლინურ და ტრანსდისციპლინარულ გუნდთან თანამშრომლობა;
- პროგრესის შეფასება და დოკუმენტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
ჩვენთან დაგხვდებათ:
✨ მზრუნველი და მხარდამჭერი გუნდი
✨ საერთაშორისო და ადგილობრივი სუპერვიზია
✨ ჯანმრთელობის დაზღვევა
✨ FitPass-ზე წვდომა
✨ ანაზღაურებადი ავადობის დღეები
✨ განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
*დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, მისამართზე: myelinclinc@gmail.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება